ხარისხის კონტროლის პოლიტიკა

ნეტექსი-ISO9001:2015 სერთიფიცირებულია გერმანიის ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის მიერ

კომპანია მოიცავს კლიენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს,რაც გულისხმობს მომხმარებლის მომსახურებას,მონაცემთა დამუშავებასა და ვებგვერდების ადმინისტრირებას პროდუქციის გაყიდვის მიზნით.ასევე სხვა მრავალ ონლინ მომსახურებას.

ნეტექსის ხარისხის პოლიტიკის მთავარი პრინციპი კლიენტზე ორიენტირებაა,რაც თავის მხრივ მომხმარებელთა მოთხოვნილებების განსაზღვრასა და დაკმაყოფილებას გულისხმობს. კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივადაა ჩართული ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურად მართვასა და გაუმჯობესებაში,რათა მომხმარებელს მოთხოვნილებებისა და მოლოდინების შესაბამისი მომსახურეობა გაეწიოთ.

ხარისხის მართვის სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპანიის მთლიანი გუნდის თავდაუზოგავ შრომას,რაც განაპირობებს მეტ კმაყოფილ კლიენტსა და აისახება კომპანიის გაუმჯობესებულ სახესა და იმიჯზე.

ამას გარდა,კლიენტზე შეთავაზებული სხვებისგან გამორჩეული,უმაღლესი ხარისხის სერვისი არსებითად მიგვაჩნია,რაც ჩვენი კვალიფიკაციური კადრებითაა განპირობებული. ხელმძღვანელობა ცდილობს კომპანიის თანამშრომლებს შეუქმნას ოპტიმალური სამუშაო გარემო,რადგან მას ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს და არსებით კომპონენტად თანამშრომლები მიაჩნია. ამგვარი გარემო საშუალებას იძლევა დასაქმებულმა განავითაროს საკუთარი უნარჩვევები,ცოდნა და პირადი გამოცდილება,რათა შეძლოს მოთხოვნილებებისა და მოლოდინების საუკეთესოდ გამართლება. მუდმივი გადამზადება და ტრენინგები საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ თანამშრომელთა პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

კომპანიამ ხარისხის მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით ხარისხის პოლიტიკის დანერგვა განახორციელა,რაც პირდაპირ და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებულ საქმიანობაზე.არსებული მიღწევა საშუალებას გვაძლევს დავაგროვოთ გამოცდილება რომელიც დაგვეხმარება განვსაზღვროთ და ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზები. კომპანიის ხელმძღვანელობა ასევე უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოებს რათა დაცული იყოს კონფიდენციალური ინფორმაცია და ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ასევე ზრუნავს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტების წინასწარ განსაზღვრაზე.ნეტექსის ხელმძღვანებლობა ყოველთვის ცდილობს დარწმუნდეს რომ კომპანიის ხარისხის პოლიტიკა ორგანიზაციის მიზნებთან ადეკვატურ შესაბამისობაშია და ასეც შენარჩუნდება მომავალშიც.

Certificate 2018 – ISO 9001-2015-EN