2022 გაერთიანების წელი

7 ივნ 2022

მიმდინარე წელმა მოგვცა დროის ერთად გატარების და გუნდის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების საშუალება. კომპანია ნეტექსის დეპარტამენტების წევრები შეხვდნენ ერთმანეთს და დააგროვეს სასიამოვნო მოგონებები.

ტერმინი ,,გუნდის მშენებლობა“ მომდინარეობს სიტყვიდან “გუნდი”. ის აერთიანებს ადამიანებს თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის წახალისებისთვის. მისი მიზანია შექმნას გუნდი, რომელიც ერთად ეფექტურად იმუშავებს საერთო მიზნისთვის, გააერთიანებს და დაამყარებს მათ შორის კავშირს. ერთიანი გუნდი კი უზრუნველყოფს პროდუქტიულობას და კარგ სამუშაო გარემოს. წარმატებული გუნდის მშენებლობა ხელს უწყობს მონაწილეებს ჩაერთონ განვითარებისა და გამოწვევების სამყაროში, ასევე საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ მათი გუნდის წევრი.

ისეთი აქტივობები, როგორიცაა ჯომარდობა, პეინთბოლი, ველოსიპედებით შეჯიბრი, თიხის ჭურჭლის დამზადება, დაბრკოლებების ოთახი და მშვილდოსნობა, წარმოადგენდა სავარჯიშოებს, რომლითაც შესაძლებელი გახდა თითოეული მონაწილე გამოსულიყო მისი კომფორტის ზონიდან და ესწავლა რაღაც ახალი საკუთარ თავზე. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ამ აქტივობებით ვისწავლეთ, არის ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს კომუნიკაცია და ნდობა თქვენი თანაგუნდელის მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ,,გუნდის მშენებლობის“ შემდეგ სესიას!